ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა დაიწყო
By

ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა დაიწყო

მერიის ადმინისტრაციულ ერთეულებში ბათუმის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა დაიწყო. შეხვედრები ბაგრატიონი 1-ის, ბაგრატიონი 2-ის, თამარისა და ბონი-გოროდოკის ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრებ მოსახლეობასთან გაიმართა.

ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვებზე დაინტერესებულ პირებს საშუალება აქვთ, გაეცნონ ბიუჯეტის ძირითად მიმართულებებს და დააფიქსირონ თავიანთი მოსაზრებები, რაც გათვალისწინებული იქნება ბიუჯეტის პროექტის კორექტირებისას.

საჯარო განხილვების მიზანია ადგილობრივი ბიუჯეტის ფორმირების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობა და მათი საჭიროებების გათვალისწინება.

  • No Comments
  • ნოემბერი 26, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *