ბიუჯეტის სასარგებლოდ მიღებული ფულადი ეკონომია 5 302 879 ლარს შეადგენს
By

ბიუჯეტის სასარგებლოდ მიღებული ფულადი ეკონომია 5 302 879 ლარს შეადგენს

„2025 წელს მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის მიერ განხილულ იქნა 114 860 551 ლარის ღირებულების სახელმწიფო პროგრამები და შესყიდვები, საიდანაც დეპარტამენტის ჩართულობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაიზოგა 67 413 621 ლარი, რომელიც დეპარტამენტის მიერ კანონმდებლობით მინიჭებული მანდატის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობის შედეგია“3, – ამის შესახებ მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის საქმიანობის 2025 წლის ანგარიშშია აღნიშნული.

აღნიშნული საქმიანობა, სხვა აქტივობებთან ერთად, მოიცავდა სახელმწიფო უწყებების მიერ ინიცირებული პროექტების ბიუჯეტის, მათი საჭიროებებისა და შესაბამისობის შესწავლას, მათ კრიტიკულ ანალიზს, რისკების შეფასებას და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემას.

„მიღებული ეკონომიის უდიდესი ნაწილი უკავშირდება სახელმწიფო შესყიდვების მართვის საკითხებს. კერძოდ, ყოველდღიური საქმიანობის ფარგლებში, მიმდინარეობს დაგეგმილი/მიმდინარე სახელმწიფო შესყიდვების მონიტორინგი და შესაძლო ნაკლოვანებების ანალიზი, რის საფუძველზეც ხორციელდება პრევენციული ღონისძიებების გატარება და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა. დეპარტამენტი, მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული მანდატის ფარგლებში, მონიტორინგს უწევს დადგენილებას დაქვემდებარებულ სახელმწიფო შემსყიდველ ორგანიზაციებს, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს კონკურენტული გარემოს შექმნას, სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეთა ჩართულობის ზრდას და გამჭვირვალე გარემოს დამკვიდრებას“, – აღნიშნულია ანგარიშში.

ამასთან, სახელმწიფო შესყიდვების და ბაზრის კვლევის დეპარტამენტს მიმდინარე წლის განმავლობაში განხილული აქვს სხვადასხვა შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ გამოგზავნილი 328 მოთხოვნა, ჯამური შესყიდვის სავარაუდო ღირებულებით 558 982 157 ლარი, საიდანაც პირდაპირ მიღებულმა ეკონომიამ შეადგინა 14 491 208 ლარი.

ანგარიშის თანახმად, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სახელმწიფო შესყიდვების და ბაზრის კვლევის დეპარტამენტი შესყიდვებთან დაკავშირებით კონსულტაციას უწევს სახელმწიფო შემსყიდველ ორგანიზაციებს, რის შედეგადაც ბიუჯეტის სასარგებლოდ მიღებული ფულადი ეკონომია 5 302 879 ლარს შეადგენს.

„დეპარტამენტს, კომპეტენციის ფარგლებში, მიმდინარე წლის განმავლობაში განხილული აქვს სხვადასხვა შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ გამოგზავნილი 328 მოთხოვნა, ჯამური შესყიდვის სავარაუდო ღირებულებით 558 982 157 ლარი, საიდანაც პირდაპირ მიღებულმა ეკონომიამ შეადგინა 14 491 208 ლარი“, – აღნიშნულია ანგარიშში.

ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტმა, კანონმდებლობით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისობის, ხარჯთეფექტურობის და პროდუქტიულობის შეფასების მიზნით, განახორციელა არაერთი სახელმწიფო უწყების მიერ სხვადასხვა მიმართულების დასრულებული და მიმდინარე პროექტების მონიტორინგი.

როგორც ანგარიშშია ნათქვამი, ასობით მილიონი ლარის ღირებულების სახელმწიფო შესყიდვების დეტალური შესწავლის შედეგად, რიგ შემთხვევებში, გამოიკვეთა სახელმწიფო სახსრების არარაციონალურად და გაუმჭვირვალედ ხარჯვასთან დაკავშირებული რისკები.

„მონიტორინგის ფარგლებში შემუშავდა ანგარიში, რომელიც შემდგომი რეაგირებისთვის გადაეგზავნა შესაბამის საგამოძიებო ორგანოებს. აღნიშნულ საქმეებზე მიმდინარეობს სისხლის სამართლის გამოძიება. მონიტორინგის ფარგლებში იდენტიფიცირებული რისკების შესახებ ინფორმაცია მიეწოდა შესაბამის უწყებებს, რომლებსაც, რისკების პრევენციისა და შესაძლო ნეგატიური შედეგების აღმოფხვრის მიზნით, მიეცათ მითითებები და რეკომენდაციები“, – აღნიშნულია ანგარიშში.

 

  • No Comments
  • იანვარი 22, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *