By
ბიუჯეტის საჯარო განხილვები დასრულდა
მერიის ადმინისტრაციულ ერთეულებში ბათუმის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა დასრულდა. სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულში საჯარო განხილვები ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვაზე, დაინტერესებულ პირებს საშუალება ჰქონდათ გაეცნობოდნენ ბიუჯეტის ძირითად მიმართულებებს. მოსახლეობის მხრიდან გამოთქმული შენიშვნებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით, ბიუჯეტის პროექტის შესწორებული ვარიანტი საკრებულოს დასამტკიცებლად არაუგვიანეს 10 დეკემბრამდე წარედგინება. პროექტის მიხედვით, ბათუმის მომავალი წლის ბიუჯეტი 570 მილიონ ლარს შეადგენს. ბიუჯეტის პროექტი საკრებულომ ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებამდე უნდა დაამტკიცოს.