ბიუჯეტი დაამტკიცეს
გაიმართა ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა. დეპუტატებმა რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი დაამტკიცეს, მათ შორის, 2026 წლის ბიუჯეტი, რომელიც 40 440 100 ლარით განისაზღვრა. ეს 2025 წლის ბიუჯეტზე 4 965 100 ლარით მეტია.
პრიორიტეტები, რომელთა დაფინანსებაც ხულოს მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტით არის გათვალისწინებული: ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია – 16 030 983 ლარი; დასუფთავება და გარემოს დაცვა – 1 999 471 ლარი; განათლება – 5 907 383 ლარი; კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობა და სპორტი – 4 639 484 ლარი; ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა – 4 357 813 ლარი.

– წინა წლების მსგავსად, მთავარი მიმართულება მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლება და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება იქნება, – გვითხრა ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე რენარ ბოლქვაძემ.
ცოტნე ცაბაძე