18 C ბათუმი
Monday 23rd June 2025
By

ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს მოსახლეობას მადლობა გადაუხადა მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისთვის


ნინო მელია: 27 48 93 –

პარტიაქართული ოცნებადემოკრატიული საქართველოსთავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ამ დროისთვის უკვე ხმა მისცა საქართველოს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში, რომლის შემდეგაც მასმედიასთან საუბარში მან თქვა, რომ ყველა ქვეყანამ, დემოკრატიულმა საზოგადოებამ ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს საპარლამენტო არჩევნების კონკურენტულ და თავისუფალ გარემოში ჩატარება.

მან მადლობა გადაუხადა ქართულ საზოგადოებას მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გამოჩენისათვის.

პირველ რიგში, მინდა ქართველ ხალხს მადლობა გადავუხადო იმ მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმეგბლობისთვის, რომელიც მათ გამოიჩინეს 31 ოქტომბერს და დღესაც. მოგეხსენებათ, კოვიდი ბობოქრობს და მაქსიმალური მობილიზაცია გამოავლინა ქართულმა საზოგადოებამ, რისთვისაც კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო.

ამავდროულად, შეგახსენებთ, რომ ყველა ქვეყანამ, დემოკრატიულმა საზოგადოებამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ არჩევნები იყო კონკურენტულ და თავისუფალ გარემოში ჩატარებული მივიღეთ შედეგად 9 პარტიის წარმომადგენლობა პარლამენტში, რაც მისასალმებელია. ამავდროულად, ზოგიერთი პოლიტიკური პარტია ზედმეტად ემოციურად, გადაჭარბებულად, ამბიციურად აფიქსირებს პოზიციებს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ საღი აზრი აჯობებს და ჩვენ მივიღებთ მრავალპარტიულ წარმომადგენლობით პარლამენტს. დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი კარგად იქნება, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

]]>
  • No Comments
  • ნოემბერი 21, 2020

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *