
By
ბოძაურელებს – პირველი ადგილი
ხულოში კამპანიის „არა ნარკოტიკს“ ფარგლებში, მინიფეხბურთის ტურნირი დასრულდა. იგი საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის ინიციატივითა და ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით მიმდინარეობდა.
ტურნირის მიზანი იყო ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და ნარკოტიკებზე უარის თქმის წახალისება.
სპორტული პაექრობა ოლიმპიური სისტემით ჩატარდა.
I ადგილი სოფელ ბოძაურის ნაკრებმა გუნდმა მოიპოვა, რომელიც ასპარეზობას რეგიონულ პირველობაზე გააგრძელებს.
პროექტი მთელი საქართველოს მასშტაბით, 2025 წლის 2 აგვისტომდე გრძელდება. ტურნირი იმართება ყველა რეგიონში.
თამაზ მგზავრიძე
გალერეა
