ბრიტანეთმა შესაძლოა, ბავშვებისთვის სოციალური ქსელი აკრძალოს
By

ბრიტანეთმა შესაძლოა, ბავშვებისთვის სოციალური ქსელი აკრძალოს

დიდი ბრიტანეთი ბავშვებისთვის სოციალური ქსელის აკრძალვას განიხილავს. სააგენტო „როიტერის“ ცნობით, განიხილება, ავსტრალიის მსგავსად, აკრძალვა გარკვეულ ასაკამდე პირებს შეეხოს და პარალელურად, სკოლებში ტელეფონების გამოყენება გამკაცრდეს.

დიდი ბრიტანეთის მთავრობის განცხადებით, შეისწავლიან საკითხს, რამდენად ეფექტური შეიძლება იყოს ბავშვებისთვის სოციალური მედიის აკრძალვა და როგორ განხორციელდეს ის საუკეთესოდ.

ბრიტანეთის მთავრობა ასევე განიხილავს ზომების მიღებას სოციალურ ქსელებზე დამოკიდებულების საწინააღმდეგოდ. ამასთან, მედიის ცნობით, ბრიტანელი მინისტრები ავსტრალიაში ჩავლენ, რათა მათი მიდგომები შეისწავლონ.

გასულ თვეში ავსტრალიაში 16 წლამდე ბავშვებისთვის სოციალური მედიის გამოყენება აიკრძალა. „როიტერის“ ინფორმაციით, მსოფლიოს მასშტაბით მარეგულირებელი ორგანოები ცდილობენ, შეამცირონ ის რისკები, რაც ბავშვების მიერ სოციალური მედიის გამოყენებას უკავშირდება, ასევე, გამოიკვლიონ ეკრანთან გატარებული დროის გავლენა მათ განვითარებასა და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე.

 

 

 

 

  • No Comments
  • იანვარი 20, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *