გაერთიანებულმა სამეფომ რუსეთს მკაცრი საზღვაო სანქციები დაუწესა
By

გაერთიანებულმა სამეფომ რუსეთს მკაცრი საზღვაო სანქციები დაუწესა

რუსეთის ენერგეტიკულ სექტორთან დაკავშირებულ 137 ობიექტს, მათ შორის, პუტინის ჩრდილოვანი ფლოტის შემადგენლობაში მყოფ 135 ნავთობტანკერს, გაერთიანებულმა სამეფომ სანქციები დაუწესა.

მედიის ცნობით, ეს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საზღვაო სანქციებია. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ანდრეი ერმაკის ინფორმაციით, აღნიშნულმა 135-მა ტანკერმა, წლის დასაწყისიდან დღემდე, რუსეთიდან უკანონოდ 24 მილიარდი დოლარის ღირებულების ნავთობი გაიტანა.

სანქციები ასევე შეეხო LITASCO MIDDLE EAST DMCC-ს, რომელიც რუსულ ნავთობგიგანტ Lukoil-თან აფილირებული კომპანიაა და ის დღემდე ეხმარება რუსეთს ნავთობის დიდი ოდენობის ექსპორტირებაში

,,ჩვენ მივესალმებით ასეთ სისტემურ მიდგომას.

რუსეთის ეკონომიკაზე ყოველდღიური ზეწოლა არის არა მხოლოდ უკრაინის მშვიდობისკენ, არამედ ევროპისა და მსოფლიოს უსაფრთხოებისკენ მიმავალი გზა“, – წერს ერმაკი.

 

  • No Comments
  • ივლისი 22, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *