გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი – ღაზაში შეტანილი ჰუმანიტარული დახმარება არსებულ საჭიროებებს ვერ აკმაყოფილებს
By

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი – ღაზაში შეტანილი ჰუმანიტარული დახმარება არსებულ საჭიროებებს ვერ აკმაყოფილებს

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ვოლკერ თურქის განცხადებით, ღაზაში შეტანილი ჰუმანიტარული დახმარება არსებულ საჭიროებებს ვერ აკმაყოფილებს.
„ისრაელი ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების შესვლას კვლავ მკაცრად ზღუდავს. ისრაელმა საკმარისი რაოდენობის ჰუმანიტარული დახმარების სწრაფი და შეუფერხებელი მიწოდება დაუყოვნებლივ უნდა უზრუნველყოს“, – განაცხადა ვოლკერ თურქმა. მისი თქმით, ყველას მთავარი პრიორიტეტი ღაზაში ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა უნდა იყოს.
„მშვიდობიანი მოსახლეობისთვის საკვებზე წვდომის უფლების შეზღუდვა, შესაძლოა, ომის დანაშაულად და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად ჩაითვალოს“, – აღნიშნა გაეროს უმაღლესმა კომისარმა.

 

  • No Comments
  • აგვისტო 5, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *