გაეროს უშიშროების საბჭო პოლონეთის მოთხოვნით საგანგებო სხდომას გამართავს
By

გაეროს უშიშროების საბჭო პოლონეთის მოთხოვნით საგანგებო სხდომას გამართავს

პოლონეთის მოთხოვნით, გაეროს უშიშროების საბჭო საგანგებო სხდომას გამართავს, რათა რუსეთის მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევის საკითხი განიხილოს. ინფორმაციას ამის შესახებ მედია პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

„გვსურს გაეროს, ევროკავშირისა და ნატოს წევრზე რუსული დრონის ამ უპრეცედენტო თავდასხმაზე მსოფლიომ ყურადღება გაამახვილოს,“ – განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ.

ცნობისთვის, 10 სექტემბრის ღამით, რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული მასშტაბური თავდასხმის დროს პოლონეთის საჰაერო სივრცე რამდენიმე დრონმა დაარღვია, რომლებიც ჩამოაგდეს.

  • No Comments
  • სექტემბერი 11, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *