გაზრდილი ბიუჯეტი და პრიორიტეტები
აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა და ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ედნარ ნატარიძემ, აჭარის უმაღლეს საბჭოში განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტს სამინისტროს 2025 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის სამი კვარტლის შესრულების შესახებ ანგარიში წარუდგინეს.
2026 წელს სამინისტროს ბიუჯეტი იზრდება და განისაზღვრება 119 000 000 ლარით, რომლის ფარგლებშიც:
სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების პროგრამის ბიუჯეტი იზრდება 6 მილიონით და 50 მლნ-მდე ლარს შეადგენს. განხორციელდება 35 სკოლის მშენებლობისა და 70-მდე სკოლის სრული/ნაწილობრივი რეაბილიტაცია.
გრძელდება მასწავლებელთა პროფესიული ზრდის ხელშეწყობის პროგრამები – ტრენინგების, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების, დამატებითი აქტივობების განხორციელების მხარდაჭერის მიზნით, დაგეგმილია სხვადასხვა პროექტი.
სკოლის მოსწავლეებზე ორიენტირებული სასკოლო გარემოს შექმნისა და მათი მოტივაციის გაზრდის მიზნით: სახელოვნებო, სპორტული და საკლუბო საქმიანობის პროექტების მხარდაჭერასთან ერთად, 2026 წელს დაიწყება სკოლებში აგრარული განათლების პოპულარიზაციის პროექტი, რომლის ფარგლებშიც, ხუთ სკოლაში მოეწყობა შესაბამისი სივრცეები.

სტუდენტთა მხარდაჭერის მიზნით, იზრდება და უფრო მრავალფეროვანი ხდება ახალგაზრდების ინტერესებისა და ცოდნის რეალიზებაზე გათვლილი პროექტების რაოდენობა.
იწყება პროფესიული კოლეჯების სტუდენტებისთვის საერთაშორისო გამოცდილების მიღების მიზნით სასწავლო გრანტების გაცემა.
ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრი ახალგაზრდებს შესთავაზებს მრავალფეროვან თემატურ ბანაკებს, ფორუმებს, კონფერენციებს, კარიერული ზრდისთვის საჭირო გადამზადების კურსებს, საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობის მხარადჭერას და სხვა.
უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების მხარდაჭერისთვის 11 მილიონ ლარზე მეტია გათვალისიწინებული.
სამინისტროს 2026 წლის ბიუჯეტში სპორტის სფეროს დაფინანსებისთვის 20 მილიონამდე ლარია გათვალისწინებული.