გაიხსნა შავი ზღვის საერთაშორისო ფესტივალი
By

გაიხსნა შავი ზღვის საერთაშორისო ფესტივალი

ბათუმი მეოთხედ მასპინძლობს  შავი ზღვის საერთაშორისო  ფესტივალს „ბათუმური რაფსოდია“ , რომლის დამფუძნებელი და პრეზიდენტი მსოფლიოში აღიარებული  მომღერალი,  ვერდისა და მოცარტის  საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი, ვენის სახელმწიფო ოპერის საპატიო ჯილდოსა და „ებერჰარდტ ვეხტერის“ საპატიო მედლის მფლობელი, სოპრანო თამარ ივერია. ფესტივალის გახსნასთან დაკავშირებით, ბათუმის სახელმწიფო თეატრში პრესკონფერენცია გაიმართა. როგორც აღინიშნა, ბათუმში ფესტივალის ფარგლებში, მაღალი კლასის სპეციალისტები, რომელთა შორის გახლავთ მსოფლიო მასშტაბით ცნობილი მომღერალი (ტენორი),მრავალი ჯილდოს მფლობელი, პედაგოგი, არგენტინელი  მარჩელო ალვარესი,  ოპერის მომღერალი (ბანი), ხმის ექსპერტი, პროდიუსერი, პედაგოგი (აშშ/ბულგარეთი) ვალენტინ პეჩინოვი, ოპერის მომღერალი (ბას-ბარიტონი), პედაგოგი  მეთიუ აბელი   მასტერკლასებს გამართავენ.
26 სექტემბერს ბათუმის დრამატულ თეატრში მასკანის ოპერა „სოფლის ღირსება“ დაიდგმება, ხოლო 28-ში გალა კონცერტი საფესტივალო ორკესტრის თანხლებით გაიმართება (დირიჟორები – დავით მუქერია და მამუკა ალაფიშვილი).

 

მანანა ძიძიშვილი

 

  • No Comments
  • სექტემბერი 19, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *