გალიფ ოზთურქთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა
By

გალიფ ოზთურქთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა

თურქ ბიზნესმენ გალიფ ოზთურქთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ,,გალიფ ოზთურქთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება. მის საფუძველზე, ბრალდებულს სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთვა ქ. ბათუმში მდებარე 16 081 კვმ ფართობის მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 7 კორპუსი, რომლებიც უკვე დარეგისტრირდა სახელმწიფოს საკუთრებად“, – განაცხადეს საგამოძიებო სამსახურში.
შეგახსენებთ, 2022 წლის 31 მაისს, ბათუმში, თურქი ბიზნესმენი გალიფ ოზთურქი დააკავეს
2022 წლის 2 ივნისს პროკურატურამ გალიფ ოზთურქს ბრალდება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის და შენახვის ფაქტზე წარუდგინა.
2022 წლის 7 ივნისს ბათუმის საქალაქო სასამართლომ თურქი ბიზნესმენი გალიფ ოზთურქი 500 ლარით დააჯარიმა.
2023 წლის 27 თებერვალს თურქ ბიზნესმენ გალიფ ოზთურქს მოსამართლე ლევან ყოლბაიამ 8 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ორი დღის წინ ბათუმში, გოგოლის ქუჩის №11-ში მდებარე კორპუსებში ქონების მართვის სააგენტოს თანამშრომლები შევიდნენ დაცვის პოლიციასთან ერთად. პოლიცია კორპუსების დატოვებას სთხოვს რამდენიმე ადამიანს, ვინც აცხადებს, რომ ამ ბინებში უკვე ცხოვრობს. გოგოლის ქ.№11-ში რჩება დაცვის პოლიცია. პატიმრობიდან გათავისუფლებული გალიფ ოზთურქი საქართველოშია და ბიზნესსაქმიანობას განაგრძობს. ის საქართველოს და თურქეთის მოქალაქეა.

 

  • No Comments
  • იანვარი 26, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *