გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
By

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

გარემოს ეროვნული სააგენტო 29 ოქტომბერს საქართველოში მოსალოდნელ ამინდთან დაკავშირებით, მოსახლეობას აფრთხილებს.

სინოპტიკოსების პროგნოზით, 29 ოქტომბერს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან – ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, შესაძლებელია ელჭექი, ზღვაზე 4-5-ბალიანი შტორმული ღელვა.
„მოსალოდნელმა ნალექმა, შესაძლებელია, საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე -წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

 

  • No Comments
  • ოქტომბერი 27, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *