By
გასტროკონგრესზე რეგიონის ტურისტულ სამზარეულოს გაეცნენ
ქართული სამზარეულო პრესტიჟულ გასტრო კონგრესზე Madrid fusión იყო წარდგენილი. საქართველოს სტენდთან ქართველი შეფების მონაწილეობით მიმდინარეობდა ქართული კერძების მასტერკლასები, ღვინისა და სხვადასხვა რეგიონისთვის დამახასიათებელი პროდუქტების დეგუსტაციები. გამოფენაზე ქართულმა კერძებმა პროფესიონალებისა და ვიზიტიორების დიდი მოწონება დაიმსახურა. აჭარულ სამზარეულოსა და რეგიონის გასტროტურისტულ შესაძლებლობებს აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი უწევდა პოპულარიზაციას.
გასტროკონგრესს მსოფლიოს 50-ზე მეტი ქვეყნიდან 26 ათასზე მეტი სტუმარი ჰყავდა და საერთაშორისო კულინარიულ ღონისძიებაში 2000-მდე პროფესიონალი მონაწილეობდა. Madrid Fusión-ზე, საქართველოს კულინარიული სტენდი ესპანური ტელეკომპანიების ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა.
გალერეა


