By
გაჩნდება წამყვანი პროფესორის თანამდებობა
დღეს, 3 თებერვალს პარლამენტის საგაზაფხულო სესია იხსნება. პარლამენტში დაჩქარებული წესით განხილვისთვის უკვე წარდგენილია „ზოგადი განათლების შესახებ“ და „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონებში ცვლილებები, რომელიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მოამზადა.
როგორც „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, კანონპროექტის ერთ-ერთი ძირითადი მიზანი, განათლების სისტემის რეფორმის ფარგლებში, საკადრო პოლიტიკის დახვეწაა.
ამ მიზნით, წარმოდგენილი კანონპროექტის შესაბამისად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური პერსონალის ჩამონათვალს დაემატება წამყვანი პროფესორის თანამდებობა.