გეკა გელაძის ოფიციალური ვიზიტი – თურქეთის რესპუბლიკაში
By

გეკა გელაძის ოფიციალური ვიზიტი – თურქეთის რესპუბლიკაში

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფება.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქართულ დელეგაციას თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი ალი იერლიქაია მასპინძლობს.

ვიზიტის ფარგლებში მინისტრი თურქ კოლეგასთან ორმხრივ ფორმატში შეხვედრას გამართავს, რომლის დროსაც განიხილავენ ქვეყნებს შორის სამართალდაცვით სფეროში არსებულ პარტნიორობას, მისი გაღრმავების პერსპექტივებსა და თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებს. გარდა ამისა, გეკა გელაძე თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს საპოლიციო დანაყოფებსაც ეწვევა და ადგილზე გაეცნობა მათ სამუშაო სპეციფიკასა და ინფრასტრუქტურას.

 

  • No Comments
  • დეკემბერი 23, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *