
გერმანია უკრაინას საჰაერო თავდაცვების სისტემებს მიაწვდის
გერმანული გამოცემების ინფორმაციით, გერმანული კომპანია Rheinmetall-ი უკრაინას, დრონებით თავდასხმებისგან დასაცავად, Skyranger-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებს მიაწვდის.
კონცერნის თავმჯდომარის არმინ პაპერგერმას განაცხადებით, კონტრაქტს, რომლის ღირებულება ასობით მილიონი ევროა, ხელი 10 სექტემბერს ლონდონში, DSEI-ის თავდაცვის ინდუსტრიის გამოფენაზე მოეწერება. მისი თქმით, პირველი სისტემები უკრაინის შეიარაღებულ ძალებს მიმდინარე წლის ბოლომდე მიეწოდება. Skyranger-ის სისტემა მობილური საზენიტო პლატფორმაა, რომლის დამონტაჟება Leopard-ის ტანკებზე შეიძლება. „თითოეულ ამ სისტემას შეუძლია ოთხი 4-კილომეტრიანი ფართობის დაფარვა, რაც დრონებისგან სრულ დაცვას უზრუნველყოფს. ეს ნიშნავს, რომ ყველა დრონი განადგურდება“, – განაცხადა პაპერგერმა და აღნიშნა, რომ ამ სისტემებს შეუძლიათ მნიშვნელოვანი დახმარება გაუწიონ უკრაინას არსებულ სიტუაციაში.