
By
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელ X-ზე მზია ამაღლობელისთვის და ანდრეი პოჩობუტისთვის სახაროვის სახელობის პრემიის მინიჭებას ეხმაურება.
„ევროპარლამენტის მიერ გამოხატვის თავისუფლებისთვის დაწესებული სახაროვის სახელობის პრემიის მინიჭება მზია ამაღლობელისა და ანდრეი პოჩობუტისთვის წარმოადგენს ძლიერ სიგნალს ყველა ჟურნალისტისთვის, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში სიმართლის უშიშრად თქმისთვის არიან დაპატიმრებულები. ჩვენ მოვითხოვთ მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას“, – აღნიშნულია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელსაც საქართველოში გერმანიის საელჩო ავრცელებს.