გზები თოვლის საფარისგან იწმინდება
20 იანვრის დილიდან ხულოს, შუახევის და ქედის მუნიციპალიტეტებში თოვამ იკლო.
თოვლის საფარისგან საავტომობილო გზების გაწმენდის სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. გამოყვანილია 50-მდე სპეცტექნიკა. ბათუმი-ახალციხის საავტომობილო მაგისტრალის ცალკეულ მონაკვეთებზე მარილს ყრიან.
აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელობა გვპირდება, რომ ხულოს, შუახევის და ქედის მუნიციპალიტეტებში ადმინისტრაციულ თემებთან დამაკავშირებელი ყველა გზა დღის ბოლომდე გაიწმინდება და მაღალი გამავლობის სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილებისა შესაძლებლობა ექნებათ .

პარალელურ რეჟიმში თოვლის საფარისგან იწმინდება შიდასასოფლო საავტომობილო გზები.
აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი მძღოლებს მოუწოდებს, მხოლოდ მაღალი გამავლობის სატრანსპორტო საშულებებით, ზამთრის პერიოდისთვის შესაბამისი საბურავებით გადაადგილდნენ და საჭიროების შემთხვევაში, გამოიყენონ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვები.
თამაზ მგზავრიძე