გივი მიქანაძე: 2026 წელი განათლების რეფორმის გადამწყვეტი ეტაპი იქნება
By

 გივი მიქანაძე: 2026 წელი განათლების რეფორმის გადამწყვეტი ეტაპი იქნება

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გივი მიქანაძის განცხადებით, 2026 წელი განათლების რეფორმის განხორციელების თვალსაზრისით გადამწყვეტი იქნება და მოიცავს როგორც ინფრასტრუქტურულ ცვლილებებს, ისე აკადემიური კადრების გაძლიერებასა და პროგრამების განვითარებას.
მინისტრის თქმით, 2025 წელი განათლების სფეროსთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა.
„2025 წელი გამორჩეული იყო განათლების მიმართულებით. დამტკიცდა უმაღლესი განათლების კონცეფცია და განხორციელდა შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები. ისტორიული გადაწყვეტილება მივიღეთ – 2026 წლის 1-ლი სექტემბრიდან სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული ყველა სტუდენტი ისწავლის უფასოდ,“ – განაცხადა გივი მიქანაძემ. მისივე განმარტებით, აღნიშნული ნაბიჯით სრულდება განათლების უფასო ციკლი სკოლამდელი განათლებიდან უმაღლეს საფეხურამდე.
„საქართველო შევიდა იმ ქვეყნების რიცხვში, სადაც განათლების ხელმისაწვდომობა სახელმწიფოს მიერ მაქსიმალურად არის უზრუნველყოფილი. ეს ჩვენი მკაფიო პრიორიტეტია,“ – აღნიშნა მინისტრმა.
გივი მიქანაძის განცხადებით, სასკოლო რეფორმაც აუცილებელი და დროულია.
„მასწავლებლების მხრიდან მხარდაჭერა ცხადყოფს, რომ რეფორმა აუცილებელია. 2026 წელს მისი განხორციელების აქტიური ეტაპი დაიწყება როგორც ინფრასტრუქტურულად, ისე აკადემიური კადრების მოზიდვისა და განათლების ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით,“ – განაცხადა მინისტრმა.

  • No Comments
  • დეკემბერი 31, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *