გიორგი გახარია: ვულოცავთ ჩვენს მეგობრებსა და მეზობლებს მშვიდობის არჩევას და სამხრეთ კავკასიის ისტორიაში ახალი თავის გახსნას
By

გიორგი გახარია: ვულოცავთ ჩვენს მეგობრებსა და მეზობლებს მშვიდობის არჩევას და სამხრეთ კავკასიის ისტორიაში ახალი თავის გახსნას

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია სოციალური ქსელ X-ის მეშვეობით, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის გაფორმებულ სამშვიდობო შეთანხმებას ეხმაურება და ულოცავს პრეზიდენტ ალიევსა და პრემიერ-მინისტრ ფაშინიანს მშვიდობის არჩევას.
„ვულოცავთ ჩვენს მეგობრებსა და მეზობლებს, სომხეთსა და აზერბაიჯანს და მათ ლიდერებს, პრეზიდენტ ალიევსა და პრემიერ-მინისტრ ფაშინიანს მშვიდობის არჩევასა და სამხრეთ კავკასიის ისტორიაში ახალი თავის გახსნას. პრეზიდენტ ტრამპის ლიდერობით, შეერთებულმა შტატებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა თავისი მოწოდება რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის კუთხით.
საქართველო უნდა ყოფილიყო ამ ახალი რეგიონული რეალობის მნიშვნელოვანი არქიტექტორი მშვიდობის ფორმირებაში, ხალხთა შორის კავშირების და ჩვენი საერთო მომავლის უზრუნველსაყოფად მოკავშირეებთან ერთად, თუმცა ანტიეროვნულმა, პრორუსულმა „ოცნებამ“ ქვეყანა ჩამოაშორა პროგრესსა და კეთილდღეობას. მიუხედავად ამისა, საქართველო გარდაუვალად დაიკავებს თავის ღირსეულ გეოსტრატეგიულ ადგილს პრეზიდენტ ტრამპის, სამხრეთ კავკასიის მშვიდობისა და კეთილდღეობის პროექტში, ეს მხოლოდ დროის საკითხია“, – წერს გახარია.

 

  • No Comments
  • აგვისტო 11, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *