18 C ბათუმი
Tuesday 24th June 2025
By

გიორგი გახარია: ჩვენ გავიმარჯვეთ!

ცეცილი ირემაძე: 577 20 45 63 – „ჩვენ გავიმარჯვეთ!“ – წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ თავის ოფიციალურ გვერდზე. მთავრობის მეთაური მადლობას უხდის საქართველოს მოქალაქეებს, რომლებმაც დღეს საკუთარი არჩევანი გააკეთეს და აღნიშნავს, რომ ერთობლივი ძალისხმევით, ქვეყანაში, პანდემიის ფონზეც , სანიმუშო, თავისუფალი, ღია და დემოკრატიული არჩევნები ჩატარდა. – ჩვენ გავიმარჯვეთ! მადლობა საქართველოს მოქალაქეს, რომელმაც დღეს საკუთარი არჩევანი გააკეთა! ყველამ ერთად, პანდემიის ფონზეც, სანიმუშო, თავისუფალი, ღია და დემოკრატიული არჩევნები ჩავატარეთ. მთელ მსოფლიოს დავანახეთ, რომ ევროპული ცივილიზაციის განუყოფელი ნაწილი ვართ და ვიმსახურებთ დიდ ევროპულ ოჯახში ღირსეულ ადგილს, რომელსაც ყველა ერთად აუცილებლად დავიკავებთ. მადლობა ყველას – ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რომელმაც უზრუნველყო თითოეული ამომრჩევლის ნების დაფიქსირება უსაფრთხო გარემოში; დამკვირებელებს, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, რომელთა მონაწილეობაც ამ პროცესში უმნიშვნელოვანესი იყო; პოლიციას, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის. ჯერ ოფიციალური შედეგები არ გამოცხადებულა, თუმცა, უკვე ვიცით, რომ დღეს გაიმარჯვა საქართველოს მოქალაქემ, რომელსაც უნდა საკუთარი ქვეყნის წინსვლა, მშვიდობიანი, ევროპული მომავალი, – აცხადებს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია.

  • მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა ჩვენს მხარდამჭერს, ჩვენს თანამებრძოლს,- ამბობს ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივანი კახა კალაძე, – ჩვენთვის, ჩვენი თანაგუნდელებისთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა ეს გამარჯვება და პირობას გაძლევთ, რომ ჩვენ ამ პასუხისმგებლობას მომდევნო 4 წლის განმავლობაში ღირსეულად ვატარებთ. ხვალიდან გავაგრძელებთ ქვეყნის განვითარებას და აღმშენებლობას. არცერთ კრიმინალს, არცერთ კრიმინალურ პოლიტიკურ პარტიას არ მიეცემა ხალხის ჩაგვრის შესაძლებლობა, არ მიეცემა უფლება დათესოს ის ბოროტება, რაც ჩვენ ყველამ ერთად 2012 წელს დავამთავრეთ. გილოცავთ და გამარჯვებებს გისურვებთ.
]]>

  • No Comments
  • ოქტომბერი 31, 2020

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *