By
გიორგი ვაშაძე თავისუფალია
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ, 7-თვიანი პატიმრობის შემდეგ, რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულება დატოვა.
„მინდა მივესალმო საქართველოს. სიმართლე გითხრათ, 7 თვე რთული იყო, მაგრამ რწმენა იმის, რომ გავიმარჯვებთ, იმდენად ძლიერია, იმდენად დიდია, რომ არც ერთი დღე ნამდვილად არ გამჭირვებია“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
შეგახსენებთ: ვაშაძე სასჯელს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე იხდიდა.