გიორგი ვოლსკი -კახა კალაძის გამარჯვება უდავოა
By

გიორგი ვოლსკი -კახა კალაძის გამარჯვება უდავოა

„ქართულმა ოცნებამ“ თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძე წარადგინა. პარტიაში მიიჩნევენ, რომ მისი გამარჯვება უდავოა.
პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ კახა კალაძის წარდგენის საზეიმო ღონისძიების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ  კალაძის  გამარჯვება   საქართველოს მოსახლეობის გამარჯვება იქნება.
„კახას გამარჯვება უდავოა. ეს საქართველოს მოსახლეობის და თბილისელების გამარჯვებაც იქნება. პრობლემები, რასაკვირველია, არსებობს, მაგრამ კახაა ის ადამიანი, ვისაც შეუძლია გააგრძელოს ტენდენცია – პოზიტიური პროექტები და ვფიქრობ, აღარ დაგვრჩება ის პრობლემები, რომელიც ჩვენს ქალაქს ძირითადად აწუხებს“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

 

 

  • No Comments
  • აგვისტო 1, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *