19 C ბათუმი
Tuesday 1st July 2025
გიორგი სარდალაშვილი ევროპის ჩემპიონია
By

გიორგი სარდალაშვილი ევროპის ჩემპიონია

მონტენეგროში, ძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრებს პირველი მედალი მოქმედმა მსოფლიოს ჩემპიონმა გიორგი სარდალაშვილმა (-60 კგ) მოუტანა.

ქართველმა ძიუდოისტმა ფინალში ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის სახელით მოასპარეზე აიუბ ბლიევი დაამარცხა და ჩემპიონობა იზეიმა.

სარდალაშვილმა ფინალამდე უნგრელ მარტონ ანდრასის და სომეხ აშიკ ანდრეიანს სძლია, ნახევარფინალში კი ესპანელი ფრანცისკო გარიგოსი დაამარცხა. 21 წლის სპორტსმენმა სენიორებს შორის კონტინენტის პირველობაზე ოქროს მედალი პირველად მოიპოვა.

  • No Comments
  • აპრილი 24, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *