გიორგი შარაშიძე: „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნაზე ხელისუფლების რეაქცია ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებს
By

გიორგი შარაშიძე: „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნაზე ხელისუფლების რეაქცია ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებს

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლის გიორგი შარაშიძის შეფასებით, ე.წ. მოსკოვის მექანიზმის დასკვნაში ახალი და მოულოდნელი არაფერია, თუმცა უფრო პრობლემურად ხელისუფლების რეაქცია მიაჩნია. მისი თქმით, დოკუმენტი შეიძლებოდა გამოყენებულიყო ევროპელ პარტნიორებთან ურთიერთობების გასაუმჯობესებლად, ნაცვლად ამისა კი „აბსურდული განცხადებები“ ისმის.
შარაშიძის განცხადებით, „მძიმე რეალობაა როგორც თავად დასკვნაში მოყვანილი ფაქტების გამო, ისე „ქართული ოცნების“ რეაქციის გამოც, რომელიც კიდევ უფრო ამძიმებს ვითარებას“.
მისივე თქმით, საქართველოს მხრიდან ევროპულ სტანდარტებთან დაახლოების ნაცვლად, საპირისპირო ტენდენციების არსებობა ბუნებრივად იწვევს საერთაშორისო კრიტიკას. „როდესაც ქვეყანა ზურგს აქცევს ევროპას და დემოკრატიის განვითარების ნაცვლად ავტორიტარიზმის მიმართულებით მიდის, გასაკვირი არ არის, რომ ჩვენი ევროპელი პარტნიორები არა მხოლოდ კრიტიკას გამოთქვამენ, არამედ უკიდურეს ნაბიჯებზეც მიდიან“, – აღნიშნა მან.
შარაშიძე, ასევე, მიუთითებს, რომ საერთაშორისო პარტნიორები დიალოგისკენ მოუწოდებენ როგორც შიდა, ისე საგარეო დონეზე, თუმცა მისი შეფასებით, ხელისუფლებას ამ მიმართულებით საკმარისი რესურსი და მზადყოფნა არ აქვს.

  • No Comments
  • მარტი 17, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *