გიორგი ცინცაძე: ერთად შევქმნით ბათუმის უკეთეს მომავალს
By

გიორგი ცინცაძე: ერთად შევქმნით ბათუმის უკეთეს მომავალს

ახლად არჩეული ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე უფლებამოსილების შესრულებას დღეს ოფიციალურად შეუდგა.

„სრულად მაქვს გაცნობიერებული ის პასუხისმგებლობა, რაც ხალხის მიერ არჩეულ მერს ეკისრება. მადლობა თითოეულ ბათუმელს გამოცხადებული ნდობისა და მხარდაჭერისთვის. მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, ბათუმის მერიის გუნდთან ერთად, გადავდგამთ ნაბიჯებს, რომლებიც ბათუმელების კეთილდღეობაზე და ჩვენი ქალაქის განვითარებაზე იქნება ორიენტირებული. მოსახლეობასთან მექნება უწყვეტი და ღია კომუნიკაცია, რათა თითოეული გადაწყვეტილება ემყარებოდეს მოქალაქეთა საჭიროებებსა და ინტერესებს. ყოველდღიური შრომითა და ძალისხმევით, ერთად შევქმნით ბათუმის უკეთეს მომავალს“, – განაცხადა გიორგი ცინცაძემ.

  • No Comments
  • ოქტომბერი 29, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *