გიორგი ცინცაძე მზად არის, მრავალწლიანი გამოცდილება მშობლიურ ქალაქს მოახმაროს
By

გიორგი ცინცაძე მზად არის, მრავალწლიანი გამოცდილება მშობლიურ ქალაქს მოახმაროს

„ქართული ოცნების“ ბათუმის მერობის კანდიდატი გიორგი ცინცაძე მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს და მათ პრობლემებს პირადად ეცნობა, მათ გათვალისწინებას კი მერად არჩევის შემდეგ გეგმავს. გიორგი ცინცაძე მზად არის, მრავალწლიანი გამოცდილება მშობლიურ ქალაქს მოახმაროს.

ბათუმის მერობის კანდიდატისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს ქალაქის ისტორიული ნაწილის შენარჩუნება და რეაბილიტაცია. მისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“, აქვს ზღვისპირა ქალაქის განვითარების კონკრეტული გეგმა. გიორგი ცინცაძე ამბობს, რომ ბათუმში გაგრძელდება ყველა მნიშვნელოვანი პროექტი. მოეწყობა რეკრეაციული სივრცეები, შეიქმნება ახალი საპარკინგე ადგილები, მოგვარდება წყალარინების პრობლემა, ასევე, მნიშვნელოვანია ბათუმის ტერიტორიაზე არსებული ნაგავსაყრელის გადატანა ახალ ლოკაციაზე.

„ბათუმისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“, რომელსაც მუნიციპალიტეტი უკვე ახორციელებს და პროგრამა აუცილებლად გაგრძელდება. ვგეგმავთ, შემოვიღოთ ახალი ინსტრუმენტები იმისათვის, რომ მაქსიმალურად ეფექტურად და მოკლე დროში დასრულდეს ჩანაცვლების პროცესი. მნიშვნელოვანია ბათუმის ეკონომიკის მეტი დივერსიფიკაცია. ვფიქრობთ მეტი ინვესტიციის მოძიებას, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ ბათუმში თანამედროვე სავაჭრო ცენტრები შევქმნათ და განვავითაროთ ინდუსტრიული ზონები. დაგეგმილი პროექტებიდან გამოვყოფდი ხელოვნური კუნძულის მშენებლობას, აქვე აღვნიშნავ მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი საინვესტიციო ჯგუფის „Emaar“-ის შემოსვლას, რომლის შედეგადაც დაგეგმილია თანამედროვე ხუთვარსკვლავიანი ბრენდირებული სასტუმროების, აპარტამენტებისა და პარკების მშენებლობა,“ – აღნიშნა ბათუმის მერობის კანდიდატმა გიორგი ცინცაძემ.

 

  • No Comments
  • სექტემბერი 10, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *