„გლობალური ჰორიზონტები პროფესიულ განათლებაში“
By

„გლობალური ჰორიზონტები პროფესიულ განათლებაში“

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრთან მაია ხაჯიშვილთან ერთად, მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო კონფერენციაში – „გლობალური ჰორიზონტები პროფესიულ განათლებაში“.

კონფერენციის მიზანი პროფესიული განათლების გლობალური ტენდენციების განხილვა და ინოვაციური საგანმანათლებლო პრაქტიკების გაზიარება იყო. მასში ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები, პროფესიული განათლების წარმომადგენლები და სტუდენტები მონაწილეობდნენ. კონფერენციის ფარგლებში გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი სსიპ კოლეჯ „ბლექსსა“ და ავეიროს პროფესიულ სასწავლებელს შორის.

კონფერენცია აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროს თანადაფინანსებით ბათუმში მეორედ გაიმართა. ერთიანი პოლიტიკის ფარგლებში, აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტრო, რეგიონში, პროფესიული განათლების ხელშეწყობისა და განვითარების მიზნით, არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს, მათ შორისაა, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლება საზღვარგარეთ.

  • No Comments
  • სექტემბერი 30, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *