„გმირის დღე“ ლუკა ასათიანს მიეძღვნა
By

„გმირის დღე“ ლუკა ასათიანს მიეძღვნა

აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმში, ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანაორგანიზებითა და ჩართულობით, საქართველოს პარლამენტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის მიერ ინიცირებული ღონისძიება – „გმირის დღე“ გაიმართა.

ღონისძიება მიეძღვნა ბათუმის პირველი ქალაქისთავის – ლუკა ასათიანის, მისი თანამოაზრის გრიგოლ ვოლსკისა და ცნობილი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის დავით კლდიაშვილის ღვაწლსა და დამსახურებას ბათუმის ევროპული ტიპის ქალაქად ჩამოყალიბებისა და ქალაქისთვის  თვითმმართველი სტასუსის მინიჭების საქმეში.

ღონისძიება დასრულდა შემაჯამებელი ინტერაქციით, რომელსაც ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ნატალია ზოიძე უძღვებოდა.

საკრებულოს ინფორმაციით, პარლამენტის დროებითი კომისიის აღნიშნული ინიციატივა მოიცავს როგორც საგანმანათლებლო, ასევე კულტურულ კომპონენტებს და მიზნად ისახავს ქართველი გმირების შესახებ ცოდნის გავრცელებას, ისტორიული მეხსიერების შენარჩუნებასა და ეროვნული თვითშეგნების გაძლიერებას ბავშვებსა და მოზარდებში.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ივანე მაისურაძე, საკრებულოს წევრები,  პარლამენტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიისა და ამავდროულად, საქართველოს  პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე  მარიამ ლაშხი,   პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ვლადიმერ კახაძე, ლუკა ასათიანის სახელობის სტიპენდიანტები, ბათუმის უნივერსიტეტის, აჭარის უმაღლესი საბჭოს, აჭარის კულტურის სამინისტროსა და თვითმმართველობის წარმომადგენლები.

  • No Comments
  • ნოემბერი 21, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *