„ გომარდულის თასი“ გათამაშდა
By

„ გომარდულის თასი“ გათამაშდა

სამთო-სათხილამურო კურორტ გომარდულზე აჭარის სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებითა და  შუახევის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მხარდაჭერით,   3 ასაკობრივ ჯგუფში დაბადებულ ჭაბუკებსა და გოგონებს შორის სლალომში პირადი პირველობისა  „გომარდულის თასის“ ტურნირი გაიმართა.

ტურნირში  შუახევისა და ხულოს   მუნიციპალიტეტების სასპორტო სკოლების 50-მდე   სპორტსმენი მონაწილეობდა. „გომარდულის თასს“ შუახევის სასპორტო სკოლის წარმომადგენელი, გომარდულელი ლევან ჭაღალიძე დაეუფლა. მას თასი შუახევის მუნიციპალიტეტის მერმა ომარ ტაკიძემ გადასცა. სამივე ასაკობრივ ჯგუფში   საპრიზო ადგილებზე გასული ჭაბუკები და გოგონები თასებით, მედლებითა და საპატიო სიგელებით აჭარის სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტმა თენგიზ მეხეშიძემ, შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იაგო დავითაძემ, შუახევის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გიორგი კეკელიძემ  და სხვებმა დააჯილდოვეს.

– ტურნირი უკვე ტრადიციულად იქცა, ყოველწლიურად მატულობს მონაწილეთა რაოდენობა, – გვითხრა თენგიზ მეხეშიძემ.

თამაზ მგზავრიძე

  • No Comments
  • თებერვალი 3, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *