
By
გრანტი – საწყისი დაფინანსება პოლიტიკური პატიმრების თავისუფლებისთვის
„მაკკეინის ინსტიტუტმა“ „ნიუ იორკის კარნეგის კორპორაციისგან“ ნახევარმილიონიანი გრანტი მიიღო. ამის შესახებ ინფორმაცია თავად „მაკკეინის ინსტიტუტმა“ გაავრცელა. როგორც „მაკკეინის ინსტიტუტში“ აცხადებენ, გრანტი უნდა მოხმარდეს პოლიტპატიმრებისა და მძევლების ინტერესებისთვის ბრძოლას, ხოლო გრანტი იქნება საწყისი დაფინანსება პოლიტიკური პატიმრების თავისუფლებისთვის.
„პირველ წელს ფოკუსია რამდენიმე რეზონანსულ საქმეზე, მათ შორის: მზია ამაღლობელი – ქართველი ჟურნალისტი; ხესუს არმასი – ვენესუელის ოპოზიციის ლიდერი; მარია კოლესნიკავა – ბელარუსი ფლეიტისტი და აქტივისტი; ღაზის ისრაელ-ამერიკელი მძევლები“, – წერია „მაკკეინის ინსტიტუტის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.