
გრემი-მედვედევის დაპირისპირება ტრამპის ულტიმატუმის შემდეგ
მალე აღმოაჩენთ, რომ ჯო ბაიდენი პრეზიდენტი აღარ არის, მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხედით, – ასე გამოეხმაურა ამერიკელი სენატორი ლინდსი გრემი რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის დიმიტრი მედვედევის განცხადებას, რომლის თანახმად, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ვლადიმერ პუტინისთვის მიცემული 10 ან 12-დღიანი ბოლო ვადა არის მუქარა და ომისკენ გადადგმული ნაბიჯი. „ნუ გაჰყვებით მძინარე ჯოს გზას,“ – აღნიშნა მედვედევმა.
„რუსეთში მათ, ვინც თვლის, რომ პრეზიდენტი ტრამპი რუსეთსა და უკრაინას შორის სისხლისღვრის დასრულების მიმართ სერიოზულად არ არის განწყობილი მალე თქვენც და თქვენი კლიენტებიც შეცდებით, მალე აღმოაჩენთ, რომ ჯო ბაიდენი პრეზიდენტი აღარ არის, მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხედით“, – დაწერა ლინდსი გრემმა X-ზე.
მოგვიანებით სოციალურ ქსელში გრემს დიმიტრი მედვედევმა უპასუხა:
„არც შენი და არც ტრამპის საქმე არ არის, როდის „დავსხდებით მოლაპარაკებების მაგიდასთან“. მოლაპარაკებები მაშინ დასრულდება, როდესაც ჩვენი სამხედრო ოპერაციის ყველა მიზანს მივაღწევთ. პირველ რიგში ამერიკაზე იზრუნე, ბაბუ!“.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად რუსეთს 50-დღიანის ნაცვლად, 10 ან 12-დღიანი ბოლო ვადა მისცა.
„ვაპირებ, ახალი ბოლო ვადა დავაწესო, დღეიდან – 10 ან 12 დღის ოდენობით. ლოდინს აზრი აღარ აქვს. მინდა, რომ გულუხვი ვიყო, მაგრამ პროგრესს ვერ ვხედავთ“, – თქვა დონალდ ტრამპმა.
გალერეა
