By
გრიგოლ ლილუაშვილი დააკავეს
სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი დააკავეს.
ამის შესახებ გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი. გენერალური პროკურორის გიორგი გვარაკიძის ინფორმაციით, საქმე ეხება დიდი ოდენობით ქრთამის აღებას და ე.წ. ქოლცენტრების მფარველობას, საიდანაც მიღებული თანხით ფინანსდებოდა ოპოზიცია.
როგორც ცნობილია, ბრიფინგამდე სუს-ის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა, რომელიც ამ დრომდე გრძელდება.