გრიპისგან თავდაცვის ყველაზე ეფექტური და უსაფრთხო საშუალება – ვაქცინაცია
By

გრიპისგან თავდაცვის ყველაზე ეფექტური და უსაფრთხო საშუალება – ვაქცინაცია

ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო. ვაქცინა გადანაწილებულია აჭარის რეგიონის კლინიკებში, სადაც ამცრელი კაბინეტები ფუნქციონირებს და ასევე, მუნიციპალიტეტების პირველადი ჯანდაცვის ცენტრებში – ამბულატორიებში. აცრა უფასოდ არის ხელმისაწვდომი ყველა მოქალაქისთვის, 6 თვის ასაკიდან.

საოჯახო მედიცინის ცენტრში იმუნიზაციის პროცესს აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე მარი ზანაქიძე გაეცნო და მოქალაქეებს დროული აცრის მნიშვნელობაზე ესაუბრა.

– გრიპის პრევენციისთვის ვაქცინაცია საუკეთესო გზაა, განსაკუთრებით, რისკის ჯგუფებისთვის – ხანდაზმულების, ორსულების, ქრონიკული დაავადებების მქონე პირების, ბავშვებისთვის. დროული აცრა ნიშნავს ნაკლებ რისკს და მეტ დაცვას, ამიტომ დროული იმუნიზაცია ძალიან მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილე მარი ზანაქიძემ.

იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ 200 000 დოზა ფრანგული წარმოების, ოთხკომპონენტიანი სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა შეიძინა. ვაქცინა მორგებულია იმ შტამებზე, რომელთა ცირკულაცია მოსალოდნელია გრიპის სეზონზე.

წლის განმავლობაში, გრიპის ვირუსით, დაახლოებით, მილიარდი ადამიანი ავადდება მსოფლიოში, მისგან თავდაცვის ყველაზე ეფექტური და უსაფრთხო საშუალება კი ვაქცინაციაა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, შესაძლო გართულებების თავიდან არიდებისთვის, რისკის ჯგუფის მოქალაქეების დროული აცრა.

  • No Comments
  • ოქტომბერი 15, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *