გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია გრძელდება
By

გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია გრძელდება

აჭარის რეგიონში ვაქცინაციის პროცესი განსაკუთრებით აქტიურად მიმდინარეობს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებსა და ორსულებში. აცრები ორგანიზებულია აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მიერ, ,,საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრის” მხარდაჭერით.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ვაქცინაცია უკვე ჩაუტარდათ  წმინდა მატათა მოციქულის გიმნაზიის მოსწავლეებსა და პედაგოგებს, ასევე, წმინდა მოწამე ეკატერინეს სახელობის სათნოების სავანეს ბენეფიციარებს და მომსახურე პერსონალს. პროცესს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილე ავთანდილ ფუტკარაძე ესწრებოდა.

ვაქცინა სრულიად უსაფრთხო და ეფექტურია, უზრუნველყოფს გრიპის მძიმე ფორმებისა და გართულებების პრევენციას. იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა ხელმისაწვდომია ყველა მოქალაქისთვის, 6 თვის ასაკიდან.

თქვენი და გარშემომყოფების ჯანმრთელობის დასაცავად,  დროულად გაიკეთეთ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა.

  • No Comments
  • ოქტომბერი 29, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *