19 C ბათუმი
Tuesday 1st July 2025
გრძელდება მასშტაბური სპორტული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება
By

გრძელდება მასშტაბური სპორტული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სპორტის დეპარტამენტის და აჭარაში სპორტული ორგანიზაციების ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე ისაუბრეს აჭარაში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, ასევე, სპორტისა და სპორტსმენების ხელშეწყობის მექანიზმებზე.

პანდემიის მიუხედავად, ინტენსიურად გრძელდება მასშტაბური სპორტული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება. დასკვნით ეტაპზეა ბათუმის სპორტული კომპლექსი და მიმდინარეობს ჩაქვის ძალოსანთა ბაზის მშენებლობა. გაგრძელდება სპორტის დამსახურებული მოღვაწეებისა და ვეტერანი სპორტსმენების მხარდაჭერა. გაფართოვდება ახალგაზრდების სპორტით დაინტერესებისა და მათი ჩართულობის ხელშემწყობი პროექტები. გაგრძელდება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სპორტული მოედნების მშენებლობა, სპორტული ტურიზმის განვითარება, რაც განაპირობებს დამატებითი ინვესტიციების მოზიდვას რეგიონში.

  • No Comments
  • აპრილი 2, 2021

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *