19 C ბათუმი
Wednesday 2nd July 2025
გულებში მოსახლეობას ბუნებრივი აირი მიეწოდება
By

გულებში მოსახლეობას ბუნებრივი აირი მიეწოდება

თამაზ მგზავრიძე 274894

ქედის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ხელმძღანელები ხშირად ხვდებიან სოფლებისა და დასახლებული უბნების მოსახლეობის წარმომადგენლებს, ისმენენ მათ წინადადებებს, პრობლემებს და მათი დაძლევის გზებს სახავენ. ამჯერად,  მუნიციპალიტეტის მერი როლანდ ბერიძე, დაბის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელთან ერთად, სოფელ გულების მოსახლეობას შეხვდა.

ისინი ადგილზე გაეცნენ არსებულ სიტუაციას, მოისმინეს მოსახლეობის წინადადებები. საუბარი შეეხო სოფელში განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და გაზიფიკაციის საკითხს. აღსანიშნავია, რომ გულებში გაზის შიდა დაქსელვის სამუშაოები მიმდინარეობს და რამდენიმე ოჯახს უკვე მიეწოდება ბუნებრივი აირი.

თავის მხრივ, როლანდ ბერიძემ მოსახლეობას სიახლეების, დაგეგმილი ღონისძიებების და პროგრამების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

  • No Comments
  • ოქტომბერი 26, 2023

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *