გუნდური პირველი ადგილი – მაგიდის ჩოგბურთში
By

გუნდური პირველი ადგილი – მაგიდის ჩოგბურთში

შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და სპორტული ცენტრის ორგანიზებით, მაგიდის ჩოგბურთში მუნიციპალიტეტის პირველობა გაიმართა გოგონებსა და ვაჟებს შორის ორ ასაკობრივ ჯგუფში. ტურნირში 155 სპორტსმენი მონაწილეობდა. 2008-2013 წლებში დაბადებულ გოგონებსა და ვაჟებში პირველ ადგილზე ცინარეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები ლიზი და დიეგო ხუჯაძეები გავიდნენ. 2014-2018 წლებში დაბადებულ გოგონებს შორის პირველი ადგილი ქიძინიძეების საჯარო სკოლის მოსწავლე მაგდა აბაშიძეს ერგო, ვაჟებს შორის კი ბარათაულის საჯარო სკოლის მოსწავლე სანდრო ქათამაძემ გაიმარჯვა. ცინარეთის საჯარო სკოლიდან კიდევ ორი მოსწავლე – რეზი ხუჯაძე და ანასტასია აბუსელიძე საპრიზო ადგილებზე გავიდნენ. ამ სკოლის ჩოგბურთელებმა გუნდური პირველი ადგილი დაიკავეს.

წარმატებული სპორტსმენები თასებით, მედლებითა და სიგელებით შუახევის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გიორგი კეკელიძემ და თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებმა დააჯილდოვეს.

ცოტნე ცაბაძე

 

 

 

  • No Comments
  • აპრილი 6, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *