19 C ბათუმი
Wednesday 2nd July 2025
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნულმა ცენტრმა აჭარის რეგიონს 19 ერთეული სავაქცინე მაცივარი გადასცა
By

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნულმა ცენტრმა აჭარის რეგიონს 19 ერთეული სავაქცინე მაცივარი გადასცა

მარიამ ხითარიშვილი 27 48 93 –

სავაქცინე მაცივრები გათვალისწინებულია იმ სამედიცინო დაწესებულებებისთვის, სადაც კოვიდვაქცინაცია მიმდინარეობს. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში მაცივრების განაწილების პროცესს აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე მოადგილე მარი ზანაქიძესთან ერთად გაეცნო.

– სავაქცინე მაცივრები გადანაწილდა რეგიონში მუნიციპალიტეტების მიხედვით. კონკრეტულად, იმ დაწესებულებებზე, სადაც ცივი ჯაჭვის აღჭურვილობა მოძველებული იყო და საჭიროებდა განახლებას. ბათუმში სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებას, რომლებიც იმუნიზაციის პროცესში არიან ჩართლნი, 11 მაცივარი გადაეცათ, რაც შეეხება სხვა მუნიციპალიტეტებს, 8 მაცივარი არის სოფლის ამბულატორიებისათვის, თუმცა აქვე აღვნიშნავ, რომ მანამდე ცივი ჯაჭვის სისტემის გასაახლებლად საგანგებო სიტუაციებზე დაკვირვების ცენტრმა სავაქცინე მაცივრები გადასცა სოფლის ამბულატორიებს. ზოგადად, მუნიციპალიტეტებშისოფლის ამბულატორიების დონეზე ვაქცინაციის პროცესი დაწყებულია, ამიტომ განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა ცივი ჯაჭვის განახლებას. აღნიშნული სისტემის მოწესრიება არის მთავარი ამოცანა ვაქცინის უსაფრთხოების მაქსიმალურად უზრუნველყოფისთვის, – აღნიშნა ნინო ნიჟარაძემ. დღემდე აჭარაში ჩატარებულია 198 428 დოზა ვაქცინა. ორი დოზა ჩატარებული აქვს 85 685 ადამიანს. ერთი დოზით აცრილია მოსახლეობის 32 %, მათ შორის ზრდასრული მოსახლეობის – 41,6 %. ორი დოზით აცრილია მოსახლეობის 24.3 %, მათ შორის მოზრდილი მოსახლეობის – 31.6 %.

  • No Comments
  • სექტემბერი 24, 2021

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *