By

დადგენილება

საქმე №01-10/216

დადგენილება

საარბიტრაჟო სარჩელის და თანდართული დოკუმენტების მოპასუხეზე ჩასაბარებლად მისი საჯაროდ მოწვევის შესახებ

ქ. ბათუმი                                              29 იანვარი, 2026 წელი

 

შპს ,,აჭარის ა რ სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო არბიტრაჟის” არბიტრი: დავით კეკენაძე

 

საარბიტრაჟო მოსარჩელე: შპს ,,ბათუმის საზღვაო ნავსადგური”, ს/კ 245383678 (დირექტორი – ულან ტლეუგალი, პ.ნ. 870131301447, №13705410), თანახმად ამონაწერისა მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან B25160547, 14.11.2025 წ.;

წარმომადგენელი: კახა ფალავანდიშვილი (პ.ნ. 61005005725), თანახმად მინდობილობისა ვადით 31.12.2027 წ.;

საარბიტრაჟო მოპასუხე: შპს `ბათუმი პორტ სერვის~ ს.კ 446977674 (დირექტორი – დავით ჩხატარაშვილი (პ.ნ. 61004053383), თანახმად ამონაწერისა მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან B25161940, 18.11.2025 წ. (იურიდიული მისამართი: ქ. ქობულეთი, შოთა რუსთაველის ქუჩა №236).

დავის საგანი: იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხებისა და საარბიტრაჟო მოსაკრებლის დაკისრება მოპასუხეზე.

ერთპიროვნულად განვიხილე საარბიტრაჟო მოსარჩელის წარმომადგენლის შუამდგომლობა ,,საარბიტრაჟო სარჩელის და თანდართული დოკუმენტების მოპასუხეზე ჩასაბარებლად მისი საჯაროდ მოწვევის შესახებ”.

აღწერილობითი ნაწილი:

აღნიშნულ საარბიტრაჟო დავასთან დაკავშირებით, 2025 წლის 24 ნოემბერს, შპს ,,აჭარის ა რ სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო არბიტრაჟის” არბიტრმა დავით კეკენაძემ მიიღო დადგენილება ,,საარბიტრაჟო სარჩელის წარმოებაში მიღების და არბიტრაჟის კომპეტენციის ცნობის შესახებ”. არბიტრაჟის რამდენიმე მცდელობა მოპასუხეს ჩაბარებოდა საარბიტრაჟო სარჩელი და თანდართული დოკუმენტები, დასრულდა უშედეგოდ. დაზღვეული საფოსტო გზავნილი, გაიგზავნა ხელშეკრულებაში და საარბიტრაჟო სარჩელში მითითებულ იურიდიულ მისამართზე, ასევე კომპანიის ელფოსტაზე, გარდა ამისა გზავნილი გაიგზავნა საზოგადოების დირექტორის საცხოვრებელი ადგილის მისამართზე, თუმცა ყველა მცდელობა უშედეგოდ დამთავრდა.

2026 წლის 29 იანვარს, საარბიტრაჟო მოსარჩელის წარმომადგენელმა არბიტრაჟს წერილობითი შუამდგომლობით მომართა ,,საარბიტრაჟო სარჩელის და თანდართული დოკუმენტების მოპასუხეზე ჩასაბარებლად მისი საჯაროდ მოწვევის შესახებ”, რაც უნდა დაკმაყოფილდეს, რამეთუ სხვა გზით საარბიტრაჟო მოპასუხეზე გზავნილის ჩაუბარებლობის შემთხვევაში კანონმდებლობით გათვალისწინებულია საჯარო გზით მხარის მოწვევა.

ვიხელმძღვანელე რა ,,არბიტრაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8; მე-16; 27-ე; 32-ე მუხლებით და მუდმივმოქმედი ,,არბიტრაჟის დებულების” მე-13 მუხლის 1 და 6 პუნქტებით,

დავადგინე:

  1. 1. სამოქალაქო საქმეზე, №01-10/216, მოპასუხეზე შპს ,,ბათუმი პორტ სერვის” ს.კ 446977674 (დირექტორი – დავით ჩხატარაშვილი (პ.ნ. 61004053383), საარბიტრაჟო სარჩელის და თანდართული დოკუმენტების ჩაბარება (იურიდიული მისამართი: ქ. ქობულეთი, შოთა რუსთაველის ქუჩა №236);
  2. განემარტოს შპს ,,ბათუმი პორტ სერვის” ს.კ 446977674, (დირექტორი – დავით ჩხატარაშვილი (პ.ნ. 61004053383), რომ წინამდებარე დადგენილების საჯაროდ გამოქვეყნებიდან შვიდი დღის განმავლობაში, გამოცხადდეს შპს ,,აჭარის არ სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებულ საერთაშორისო არბიტრაჟში” (ქ. ბათუმი, ახ. მელაშვილის ქ. №26, მე-3 სართული, საკ. ტელ: 577 28 52 98, 10.00 სთ-დან 17.00 სთ-მდე, დასვენების და უქმე დღეების გარდა), საარბიტრაჟო სარჩელის და თანდართული დოკუმენტების მისაღებად. წინააღმდეგ შემთხვევაში, საარბიტრაჟო უწყება, სარჩელი და თანდართული დოკუმენტები ჩაითვლება ჩაბარებულად. საჯარო მოწვევის, საჯაროდ გამოცხადებიდან შვიდი დღის გასვლის შემდგომ;
  3. საჯარო შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ დადგენილება გამოქვეყნდეს გაზეთ ,,აჭარაში” მოსარჩელე მხარის ხარჯით;
  4. არბიტრაჟის დადგენილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

შპს ,,აჭარის ა რ სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო არბიტრაჟის” არბიტრი

დავით კეკენაძე

  • No Comments
  • თებერვალი 4, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *