დავით ბაციკაძე ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ ფორუმს დაესწრო
By

დავით ბაციკაძე ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ ფორუმს დაესწრო

აჭარის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით ბაციკაძე, ბათუმში, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ ფორუმს – „ახალგაზრდული მონაწილეობითი პოლიტიკა“ დაესწრო. ინფორმაციას აჭარის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.
ფორუმის მიზანი საზოგადოებრივ პროცესებში მონაწილეობის შესაძლებლობებზე, ასევე, საჯარო გადაწყვეტილებების მიღების პროცესებში ჩართულობაზე ახალგაზრდების ინფორმირება და საზოგადოებრივ საკითხებთან დაკავშირებით მათი ხედვების, ინიციატივების გაზიარება იყო.
დავით ბაციკაძემ მონაწილეებს ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე მიულოცა და სახელმწიფოს მხრიდან ახალგაზრდული პოლიტიკის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ახალგაზრდობის ხედვა, მათი იდეები და ინიციატივები. გჯეროდეთ,  რომ ყოველ თქვენს ახალ, ქვეყნისთვის და რეგიონისთვის სასარგებლო ინიციატივას ჩვენი მხარდაჭერა ექნება“, – აღნიშნა უმაღლესი საბჭოს წევრმა.
სსიპ „ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის“ პროგრამის -,,ახალგაზრდების ინტელექტუალური, კულტურული და კარიერული განვითარების მხარდაჭერა“ ფარგლებში გამართულ ფორუმში,  აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტიდან 200-მდე ახალგაზრდა მონაწილეობდა. სამუშაო პროცესში მათთან ერთად ჩართულები იყვნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები.

 

  • No Comments
  • აგვისტო 13, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *