დავით სონღულაშვილი მალტის სუვერენული ორდენის ელჩს შეხვდა
By

დავით სონღულაშვილი მალტის სუვერენული ორდენის ელჩს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში მინისტრი დავით სონღულაშვილი საქართველოში მალტის სუვერენული ორდენის ელჩს ტეოდორიკო ნანის შეხვდა. მხარეებმა საქართველოსა და მალტის სუვერენულ ორდენს შორის თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები განიხილეს.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მინისტრის იტალიელ კოლეგასთან დაგეგმილი ვიზიტის მოსამზადებელ საკითხებს, ასევე, თანამშრომლობის შესაძლო მიმართულებებს გარემოს დაცვისა და აგროსექტორის სფეროში.
დავით სონღულაშვილის განცხადებით, ერთობლივი ინიციატივების განხორციელება ხელს შეუწყობს ქვეყანაში აგროსექტორის განვითარებას, თანამედროვე პრაქტიკის დანერგვასა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი წმინდა საყდართან და მალტის სუვერენულ ორდენთან დავით მექვაბიშვილი, სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსი დავით ჩიტაიშვილი და მალტის სუვერენული ორდენის წარმომადგენლები.

  • No Comments
  • თებერვალი 5, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *