
By
დათა კობალაძე ბათუმის მმართველი პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარედ წარადგინეს
პარტია „ქართული ოცნების“ ბათუმის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარედ დათა კობალაძე წარადგინეს. მას განათლება ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში აქვს მიღებული, აქტიურად მონაწილეობდა საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში და გააჩნია ახალგაზრდულ ცენტრებში მუშაობის გამოცდილება.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის სულხან თამაზაშვილის განცხადებით, ახალგაზრდების და ახალგაზრდული პოლიტიკის გაძლიერება მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდების მხარდაჭერა მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში.
– დარწმუნებული ვარ, დათა კობალაძე ღირსეულად გააგრძელებს დაწყებულ საქმეს და ორგანიზაციის განვითარებას ახალ ეტაპზე გადაიყვანს, – განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.