
დალაგება-დასუფთავების პროფესიის პოპულარიზაციის მიზნით
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინიციატივით, დალაგება-დასუფთავების პროფესიის პოპულარიზაციის მიზნით, წამახალისებელი საჩვენებელი სატრენინგო შოუები გაიმართა სასტუმრო „შერატონში“.
40-მდე დასუფთავების სამსახურის თანამშრომლისთვის ჩატარდა კონკურსი, რომლის ფარგლებშიც მათ ინდივიდუალურად მოახდინეს საწოლის სწრაფად გასწორების ტექნიკის დემონსტრირება ინსტრუქტორებისა და სტუმრების წინაშე.
კონკურსის შედეგად გამოვლინდნენ გამარჯვებულები:
რუსუდან ჭაღალიძე (სასტუმრო „დრიმლენდ ოაზისი“), მედეა ბოლქვაძე (სასტუმრო „სქაი თაუერი“) და ჯუნა მახარაძე (სასტუმრო „გრანდ გლორია“).
დეპარტამენტში აღნიშნავენ, რომ პროექტის ასეთი ფორმატით განხორციელება ხელს უწყობს დასუფთავების სამსახურის თანამშრომლების პროფესიულ ზრდას, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას და დალაგება-დასუფთავების პროფესიის პოპულარიზებას.
გალერეა



