დამატებითი პროგრამისთვის 12 მილიონ ლარზე მეტი გამოიყოფა
By

დამატებითი პროგრამისთვის 12 მილიონ ლარზე მეტი გამოიყოფა

საქართველოში, კიბოს პრევენციისა და მკურნალობისთვის საჭირო სამედიცინო სერვისები უზრუნველყოფილია სახელმწიფო პროგრამებით.

პროგრამის ფარგლებში, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებული პაციენტების ჯანმრთელობის გაუმჯობესების და მკურნალობასთან დაკავშირებული  ფინანსური ხელმისაწვდომობის მიზნით, ახორციელებს დამატებით პროგრამას. მიმდინარე წელს აღნიშნული მიმართულებით გათვალისწინებულია 12 მილიონ ლარზე მეტის გამოყოფა.

სისხლისა და სხვა ორგანოების ავთვისებიანი სიმსივნეების დროს, სამინისტრო პაციენტებს ასევე უფინანსებს ძვლის ტვინის – აუტოლოგიურ, ალოგენურ და ჰაპლოიდურ ტრანსპლანტაციას როგორც საქართველოში, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ.

2025 წელს, ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ პაციენტთა დამატებითი სამედიცინო მომსახურების პროგრამის ფარგლებში, 12 მილიონი, ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციისთვის კი 3 მილიონამდე ლარი გამოიყო.

  • No Comments
  • თებერვალი 4, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *