19 C ბათუმი
Thursday 3rd July 2025
დამწყები გიდების გადამზადების პროგრამა გრძელდება
By

დამწყები გიდების გადამზადების პროგრამა გრძელდება

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური სამთვიანი ტრენინგ-კურსის მონაწილე დამწყები გიდები ამჯერად ბათუმის პორტს სტუმრობდნენ, სადაც მათ პორტის ისტორიის, მნიშვნელობისა და შრომითი უსაფრთხოების შესახებ ლექცია-სემინარი ჩაუტარდათ.

მომავალმა გიდებმა ნავსადგურის საექსპოზიციო სივრცეში გამოფენილი ფოტო-ვიზუალური მასალა დაათვალიერეს და პორტის მუშაობის ძირითად პრინციპებს გაეცნენ.

ცნობისათვის:  დეპარტამენტი დამწყები გიდების გადამზადების ინტენსიურ ტრენინგ-კურსს მეორე თვეა ახორციელებს.

სასწავლო პროგრამის ბოლოს ჩატარდება გამოცდები, რომლის ფარგლებშიც მონაწილეები გამართავენ პრაქტიკულ ტურებს ტურიზმის დეპარტამენტის მიერ სპეციალურად მოწვეული ტუროპერატორებისთვის.

 

  • No Comments
  • ივლისი 2, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *