დარბაზის სტუმრები – მოძღვარი და მისი მოსწავლე
By

 დარბაზის სტუმრები – მოძღვარი და მისი მოსწავლე

წლებია საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის წევრი და ჟურნალისტი ოთარ ცინარიძე საზოგადოებრივ-რუდუნებით დარბაზს „წუთისოფელი ასეა“ უძღვება და საინტერესო ადამიანებს მასპინძლობს. ამჯერად, დარბაზის სტუმრები 80 წლის პედაგოგი, მეცნიერი რაჟდენ ფუტკარაძე და მისი აღზრდილი, სამართლის დოქტორი, თბილისის ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტის პროფესორი ედიშერ ფუტკარაძე იყვნენ. ბატონი ედიშერი ადრეც იყო მიწვეული დარბაზში, თუმცა ამჯერად მთავარი ყურადღება მის ახალ წიგნზე „მუდამ იყავი ადამიანი“ იყო გადატანილი.

საქართველოს საპატრიარქოს ხიჭაურის წმინდა ტბელ აბუსერისძის სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორის რაჟდენ ფუტკარაძის ცხოვრებასა და საზოგადოებრივ საქმიანობაზე – მისი იუბილესთან დაკავშირებით, ასევე, ბატონი ედიშერის ახალი წიგნის მნიშვნელობაზე ისაუბრეს აჭარის უმაღლესი საბჭოს კომიტეტის თავმჯდომარე ფრიდონ ფუტკარაძემ, შუახევის მუნიციპალიტეტის მერმა ომარ ტაკიძემ, შუახევის საკრებულოს თავმჯდომარე როსტომ ლორთქიფანიძემ, მისმა მოადგილე გიორგი კეკელიძემ, ოთარ ცინარიძემ, ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელმა იაგო დავითაძემ, მწერლებმა აკაკი მახარაძემ, ვახტანგ გოგრაჭაძემ, პოეტებმა ფრიდონ, რევაზ დავითაძეებმა, მერაბ მაკარაძემ, ბადრი სულაძემ, ნინა სამხარაძემ, მარი კანკიამ, გიორგი გულუამ, აჭარის მამულიშვილთა საგვარეულო კავშირის წარმომადგენლებმა ჯამბულ გაბაიძემ, თემურ მჟავანაძემ, შუახევში „ცოცხალი წიგნების“ აქციის მონაწილეებმა, აქციის ხელმძღვანელმა ირმა ბერიძემ, რაჟდენის ვაჟმა ბადრი ფუტკარაძემ.

წიგნის „მუდამ იყავი ადამიანი“ ავტორმა ედიშერ ფუტკარაძემ უახლოეს გეგმებზე ისაუბრა. ღონისძიება შუახევის კულტურის ცენტრთან არსებული ფოლკლორულ ანსამბლ „მარეთის“ (ხელმძღვანელი – ავთანდილ დარჩიძე) წევრებმა გაალამაზეს. მუსიკალურ ნომრებში ედიშერ ფუტკარაძეც ჩაერთო.

პროფესორმა რაჟდენ ფუტკარაძემ დარბაზის ხელმძღვანელს, დამსწრე საზოგადოებას საინტერესო და შინაარსიანი დარბაზობის გამართვისთვის მადლობა გადაუხადა და რამდენიმე მონაწილეს მისდამი მიძღვნილი წიგნი საჩუქრად გადასცა.

ცოტნე ცაბაძე

  • No Comments
  • აგვისტო 22, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *