დაუვიწყარი საღამო
By

დაუვიწყარი საღამო

ბათუმის საზაფხულო თეატრში დაუვიწყარი მუსიკალური საღამო გაიმართა – ერთ სცენაზე ლატვიის ქალაქ ლიმბაჟის კულტურის სახლის შერეული გუნდი „DOMA“ და ბათუმის ქალთა აკადემიური კამერული გუნდი გამოვიდა. მათ მსმენელს უმაღლესი დონის კონცერტი შესთავაზეს.

საღამო სავსე იყო ჰარმონიით, პროფესიონალიზმითა და განსაკუთრებული ემოციებით – ისმოდა მუსიკა, რომელმაც კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ ხელოვნებას საზღვრები არ აქვს.

– ძალიან დასამახსოვრებელი საღამო გაიმართა. ამ საოცარი და დაუვიწყარი წუთებისათვის თითოეულ მონაწილეს მადლობა მინდა გადავუხადო, – გვითხრა გუნდის სამხატვრო ხელმძღვანელმა ზაირა ვადაჭკორიამ (გუნდის მთავარი დირიჟორი გახლავთ გელა ვადაჭკორია).

გაერთიანებულმა გუნდმა ლატვიური ხალხური სიმღერა და ქართული „სულიკო“ შეასრულა. კონცერტი უწმინდესისა და უნეტარესის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ხსოვნას მიეძღვნა. კონცერტი საგალობლით „ჩემო პატრიარქო’“ დაიწყო და წუთიერი დუმილით მის ხსოვნას პატივი მიეგო.

 

მანანა ძიძიშვილი

 

  • No Comments
  • აპრილი 3, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *